Our Products


ჩვენს შესახებ

ჯეოსთოუნი არის ქართული წარმოშობის საერთაშორისო კომპანია და მიმართულება აქვს ბუნებრივი ქვის სექტორში. კომპანია დაარსდა 2014 წელს და ძლიერ პროგრესულ ზრდასთან ერთად განვითარდა საერთაშორისოდ, ინდუსტრიაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
ჯეოსთოუნი გთავაზობთ უნიკალური და ექსკლუზიური ბუნებრივი ქვების ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს მასალების იდეალურ არჩევანს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის თანამედროვე სამყაროში. ჩვენ ამაყი ვართ რომ წარმოვადგენთ ერთერთ გამოცდილ კომპანიას ინდუსტრიაში, სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი ქვის მოპოვების სექტორში შექმნის დღიდან და ასევე ვფლობთ ბაზალტის და კირქვის კარიერებს, სპეციალიზირებული ვართ ბუნებრივი ქვის მოპოვება, წარმოება, დამუშავებასა და ტრანსპორტირებაზე. ასევე გთავაზობთ ჭრის მომსახურებას ჩვენს ქარხანაში სტანდარტული ზომის ფირფიტებისა და ფილების წარმოებაზე, როგორიცაა იტალური დანადგარებით დახერხილი, ჭედური, დაფხაჭნილი, დაღარული, მოხვეწილი და გაპრიალებული, რათა ვუზრუნველყოთ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ჩვენსავე კარიერებიდან.
ჯეოსთოუნი ასევე წარმოადგენს წამყვან კომპანიას წყლის ჭავლით მჭრელი დანადგარის დაპროექტებასა და წარმოებაზე ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ფილოსოფია არის განვითარდეს ქართული ქვის ინდუსტრია, მეტი ყურადღება მიექცეს კომერციულ და საცხოვრებელი სახლების ხარისხიან პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით.


მიმდინარე სამუშაოები

ჯეოსთოუნი არის ქვის მიმწოდებელი კომპანია ყველაზე პრესტიჟულ და ამბიციურ არქიტექტურულ პროექტებზე საქართველოს მასშტაბით.

აღმაშენებლის გამზირი, თბილისი

აღმაშენებლის გამზირი, თბილისი

ფლექსო ფუდი, რუსთავი

ფლექსო ფუდი, რუსთავი

თიბისი ბანკის მაგიდები, თბილისი

თიბისი ბანკის მაგიდები, თბილისი

რესტორანი მეიდანი, თბილისი

რესტორანი მეიდანი, თბილისი

კასაკალდა 3დ კედელი, თბილისი

კასაკალდა 3დ კედელი, თბილისი

მ2 სქაილაინ რეზიდენცია, თბილისი

მ2 სქაილაინ რეზიდენცია, თბილისი

სასტუმრო რიქსოსი, თბილისი

სასტუმრო რიქსოსი, თბილისი


Infrastructure

დანადგარების ჩამონათვალი

იმისათვის რომ დავაკმაყოფილოთ ყოველდღიური წარმოების და საერთაშორისო ბაზრის ხარისხის სტანდარტის მკაცრი მოთხოვნები, ჩვენი საწარმოსთვის საჭირო ყველა დანადგარი შემოვიტანეთ იტალიიდან.

შეკვეთით დამზადება – წყლის ჭავლით მჭრელი (WATERJET) და სნს (CNC) დანადგარის შესაძლებლობები

დაუმუშავებელი ქვის არქიტექტურის შედევრად გარდაქმნა. გადაიტანეთ თქვენი ხედვა კონცეფციიდან რეალობაში ჩვენი ხელოვნების შედევრი წყლის ჭავლით მჭრელი (WATERJET) და სნს (CNC) დანადგარებით. ეს დანადგარი საშუალებას იძლევა ეფექტურად დამზადდეს ნატიფი არქიტექტურული ელემენტები. ნედლი ქვის მარაგი, მსხვილ ფილებთან ერთად კი უზრუნველყოფს დროულად დაიჭრას ქვა საჭირო ზომებად.


Rosone in Marmo giallo rosso marrone

წყლის ჭავლით მჭრელი არის ინდუსტრიული ხელსაწყო სხვადასხვა სახის მასალების ჭრის შესაძლებლობით და ამისათვის იყენებს წყლის ჭავლს მაღალი წნევით, ან წყლის ჭავლს და აბრაზიულ ნივთიერებას ერთად. წყლის ჭავლით მჭრელის ტუმბოები შესანიშნავი საშუალებაა კორპორატიული ლოგოების დასამზადებლად, დეკორატიული დიზაინით კედლებზე ან იატაკებზე ჩასართავად, მაგიდის ზედაპირების, ონკანების და ნიჟარების დასამზადებლად, ასევე ხერხით ხდება ფილების ბასრი ნაპირების გლუვ რადიუსზე მოჭრა. წყლის ჭავლით მჭრელი აქცევს CAD ნახაზებს რეალობად.
ყველაზე მეტად დაჭრადი მასალებია: გრანიტი, მარმარილო, ბაზალტი, ბეტონი, შუშა, პლასტმასი, ფოლადი, ალუმინი, ტიტანი.
წყლის ჭავლით მჭრელის ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა დაიჭრას ყველა სახის ქვა მაღალი ხარისხით და დამუშავდეს სიზუსტის დაცვით სწრაფად, დიზაინიდან განხორციელებაზე პირდაპირი გადასვლის წყალობით. წყლის ჭავლით ჭრა ასევე აკმაყოფილებს მოცულობის და რაოდენობების მოთხოვნებს, როგორც მცირე ასევე დიდ შეკვეთებზე. ჩვენი საამქრო აღჭურვილია დიდი, სამღერძიანი რობოტით წყლის ჭავლით ჭრისთვის, 4 მეტრი სიგძის სავალი გზით. მოწყობილობას შეუძლია შეასრულოს უზუსტესი ჭრილები, ზედმიწევნით რთული დიზაინის ჩათვლით, აწარმოოს ზედაპირული ჭრილები ისე რომ დამუშავების ნარჩენისგან იყოს გასუფთავებული. წყლის ჭავლით მჭრელი ტექნოლოგია ასევე არ აბინძურებს გარემოს და გამონაბოლქვის თუ მტვერის არ ქონა უზრუნველყოფს კომფორტულ, არა სარისკო სამუშაო გარემოს.
წყლის ჭავლის მჭრელი არის შესანიშნავი საშალება კორპორატიული ლოგოების დასამზადებლად, დეკორატიული დიზაინით კედლებზე ან იატაკში ჩანართებად, მაგიდის ზედაპირების, ონკანების და ნიჟარების დასამზადებლად, ასევე ხერხით ფილების ბასრი ნაპირების გლუვ რადიუსზე მოსაჭრელად.



CNC საფრეზავი არის კომპიუტერით კონტროლირებადი საჭრელი ჩარხი, დაკავშირებული ხელის ფრეზერთან და გამოიყენება სხვადასხვა სახის მასალების დასაჭრელად, როგორიცაა ხე, კომპოზიტები, ფოლადი, პლასტმასი და ქაფი. CNC ნიშნავს კომპიუტერით ციფრულ კონტროლს.
CNC საფრეზავს შეუძლია შეამციროს ნარჩენი, შეამციროს შეცდომები და დაზოგოს ის დრო, რაც საბოლოო პროდუქტს სჭირდება ბაზარზე გასასვლელად.
ქვის CNC საფრეზავით ჩარხვა არის კომპიუტერით კონტროლირებადი საწარმოო პროცესი, როდესაც კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს იმ მოქმედებების თამნიმდევრობას, რასაც დანადგარი შეასრულებს ქვის დაჭრის, გახვრეტის, წამახვილების და სხვა ფორმების მისაცემად. ქვის CNC საფრეზავს ესაჭიროება ოდნავ განსხვავებული მოწყობილობა, ვიდრე სტანდარტულ CNC საფრეზავს, და განსხვავებული შპინდელები და შემადგენელი ნაწილები არის საჭირო, რომ დაამუშავოს სხვადასხვა ტიპის ქვა.
CNC საფრეზავი ჩარხის ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტებია:
– საყოფაცხოვრებო, კომერციული ობიექტების და რესტორნების სამზარეულოების ზედაპირები. მომხიბვლელი ქვები, როგორიცაა მარმარილო და გრანიტი ხშირად მუშავდება CNC საფრეზავი ჩარხით შესაბამისი ზომების მისაცემად.
– ქვის შადრევნები იქმნება CNC საფრეზავი ჩარხით
– ქვის სკამები ასევე იქმნება CNC საფრეზავი ჩარხით, ხშირად გამოიყენება სხვა ქვის ჭრის პროექტიდან მორჩენილი ქვები.
– მოჩუქურთმებული ქვის სვეტები, ისეთი სახის როგორიც წარმოგვიდგენია საბერძნეთის არქიტექტურაში დღეს იქმნება ქვის CNC საფრეზავი ჩარხით, რაც პროცესს უფრო სწრაფს და აკურატულს ხდის.
– ქვის კიბეები და მოაჯირები: ფეშენებელურ რეზიდენციებსა და შენობებში ხშირად შეხვდებით მდიდრულ კიბეებს, ნამდვილი ქვის საფეხურებით და მოაჯირებით, რომელიც იჭრება CNC საფრეზავი ჩარხით. ქვის CNC საფრეზავი ჩარხვის პროცესი ააიოლებს კიბეების ხვეულების და ჩუქურთმების შექმნას, ვინაიდან კომპიუტერი ასრულებს სამუშაოდ სრულად, მას შემდეგ რაც დამუშავდება CAD ნახაზები.



Contact Us

WHERE TO REACH US

40 Kakheti Highway, Tbilisi,Georgia


Phone Number

:+995 579 633 339


Email Address

:info@geostone.ge

+995 579 633 339

40 Kakheti Highway, Tbilisi,Georgia

info@geostone.ge